სახალხო დამცველმა ბრიუსელში GANHRI-სა და ლიდერობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახალხო დამცველმა ბრიუსელში GANHRI-სა და ლიდერობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 4, 5 და 6 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეასა (GANHRI) და ლიდერობის ფორუმს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე GANHRI-ის წევრებმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„მოისმინეს საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშები, სტრატეგიული გეგმის ჩარჩო და პრიორიტეტები; ასევე გაეცნენ 2027 წლის GANHRI-ისა და აკრედიტაციის ქვეკომიტეტის (SCA) სიახლეებს, განიხილეს ENNHRI-ის სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხები და 2027 წლის საოპერაციო გეგმა და ბიუჯეტი. ყურადღება გაამახვილეს ENNHRI-ის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობების არჩევნებზე.

ლიდერების ფორუმზე, რომელშიც NHRI-ების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ევროპაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და ამ გამოწვევათა დაძლევის გზებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს ინსტიტუტების დონეზე ურთიერთმხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობასა და ერთობლივი მოქმედებების განსაზღვრის შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.