შალვა პაპუაშვილი - დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო აღარ დარჩა, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს და დღეს ვხედავთ, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე იქნება

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, ისინი მაგიდასთან არ იქნებიან - ეს კი შედეგია იმ უმწიფარი, წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა რითაც აბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობის პოლიტიკის შედეგია, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი მათ გარეშე მიმდინარეობს, რადგან მათ აღარცერთი დიდი სახელმწიფო ანგარიშს აღარ უწევს.
„დღეს აბუ-დაბიში მოლაპარაკება იწყება და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, ისინი მაგიდასთან არ იქნებიან.
ეს კი შედეგია იმ უმწიფარი, წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს. შედეგად მიიღეს ის, რომ დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო აღარ დარჩა, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს და დღეს ვხედავთ, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე იქნება.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბრმად არ ავყვეთ მათ საგარეო-პოლიტიკურ რჩევებს. საბოლოო ჯამში, იქ მიგვიყვანენ, სადაც თავად მივიდნენ, რომ მათი უსაფრთხოების საკითხებს სხვები წყვეტენ, მათ გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

























