ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ უმასპინძლებს

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ უმასპინძლებს

21–25 ნოემბერს, ბათუმში, საქველმოქმედო ფონდი „ლირას“ ორგანიზებითა და დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge-ის მხარდაჭერით “შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართება.

ფესტივალი, რომელიც წელს მეთოთხმეტედ ტარდება, ხუთი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, ახალგაზრდა ტალანტებსა და ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.

წლების განმავლობაში ფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ პროექტს, რომელიც UNESCO-ს უწყვეტი და მაღალი პატრონაჟით ტარდება.

ფესტივალის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება.

ხუთდღიანი საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს გააერთიანებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები, ახალგაზრდა შემსრულებლები და ქართული ფოლკლორის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საკონცერტო საღამოები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

2026 წლის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საფორტეპიანო და სავიოლინო მასტერკლასები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მუსიკოსებისგან მიიღონ ცოდნა, დახვეწონ საშემსრულებლო უნარები და გაიღრმაონ პროფესიული გამოცდილება.

ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენასა და თაობებს შორის შემოქმედებითი კავშირების გაძლიერებას. მისი ერთ-ერთი მთავარი მისიაა ახალგაზრდა ტალანტებისთვის საერთაშორისო შემოქმედებითი სივრცის შექმნა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ.

დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ემსახურება საქართველოს კულტურული პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, ბათუმის, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის, განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი დიალოგის გაღრმავებას.

Hotsale.ge-ს შესახებ: დანაზოგების პლატფორმა 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ნა­ზოგს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე იპო­ვით შე­თა­ვა­ზე­ბებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან. ესე­ნია: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.

ფესტივალის სრული პროგრამა:

https://batumimusicfest.ge/wp-content/uploads/2026/10/bmf2026-english-20oct.pdf

ბილეთები:

https://biletebi.ge/en/company/org-lira

#batumiblackseamusicandartfestival2026

(R)