ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.