ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 200-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო.
„ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების საკანონმდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია. 8 ნოემბერი კი ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

























