როცა სისწრაფე სტანდარტია - როგორ ამარტივებს TURBO კრიპტოს ყიდვას

როცა სისწრაფე სტანდარტია - როგორ ამარტივებს TURBO კრიპტოს ყიდვას
სანამ YouTube-ზე რეკლამის დასრულებას ელოდები, შესაძლოა, უკვე იცოდე, რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა და რა თანხით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა შეძენამდე ზოგჯერ კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი: ანგარიშის შექმნა, პაროლის დაყენება, ვერიფიკაციის მოლოდინი და ბოლოს - ავტორიზაცია.
მომხმარებლისაგან, რომელიც კონკრეტული მიზნით მივიდა პლატფორმაზე, ეს დამატებითი მოქმედებები დროსა და ყურადღებას მოითხოვს.
სწორედ ამ გზის ასწრაფებაზეა აგებული Cryptal-ის პროდუქტი ტურბო და მისი ახალი კამპანია. იდეა მარტივია: კრიპტოს ყიდვა უფრო ადვილად უნდა ერგებოდეს ადამიანის ყოველდღიურობას და პროცესი მყისიერი უნდა იყოს. ამისთვის TURBO მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პირდაპირ და სწრაფად შეძენის პროცესზე გადავიდეს, რეგისტრაციისა და ანგარიშის შექმნის გარეშე.
როცა მომხმარებელს კრიპტოს ყიდვა სურს, პროცესი კი ტრადიციულია
კრიპტოს ყიდვის ტრადიციული გამოცდილება ხშირად ანგარიშის შექმნით იწყება. მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, ქმნის ავტორიზაციის მონაცემებს, ტვირთავს დოკუმენტებს, იღებს იდენტობის დამადასტურებელ ვიდეოს, ავსებს კითხვარს, უთითებს მისი პირადი თანხების წარმომავლობას, ელოდება პლატფორმის ვერიფიკაციის დიდხნიან და დაუსრულებელ პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის უშუალოდ ყიდვაზე - პროცესი საგრძნობლად ხანგრძლივი და რთულია, რა დროსაც მომხმარებელი დიდ დისკომფორტს განიცდის.
უკვე არსებული ანგარიშის შემთხვევაშიც შეიძლება დამატებითი დაბრკოლება გაჩნდეს: ელექტრონული ფოსტის ჩაწერა, პაროლის შეყვანა, 2FA-ის გავლა და ა.შ. - პროცესი გრძელია და გარკვეულ დროს მოითხოვს.
მომხმარებლის მიზანი უცვლელია: მას კონკრეტული კრიპტოს შეძენა სურს. თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელად ჯერ ანგარიშთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება უწევს. განსაკუთრებით პირველი შეძენისას, ასეთი გამოცდილება ადამიანს ერთდროულად პლატფორმის წესების გაცნობასაც სთხოვს და ახალი ანგარიშის მართვაზეც აფიქრებინებს.
ყველა ეს რთული გზა და პროცედურა მომხმარებლისთვის რეალურად მეორე ხარისხოვანია და მისი მიზანი მარტივია - კრიპტოს ყიდვა რაც შეიძლება სწრაფად და იოლად - ყველაფერი, რაც ამ მიზანში მას ხელს უშლის, არასაჭირო დაბრკოლებაა. ტურბო ამ გამოცდილებას რადიკალურად ცვლის, მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს კრიპტოს, შეჰყავს პირადი ნომერი, უთითებს მისამართს და იხდის. TURBO-ზე კრიპტოს ყიდვის პროცესი ამით სრულდება. შესაბამისად, მისი ყურადღება თავიდანვე იმ ამოცანაზეა მიმართული, რომლის შესასრულებლადაც პლატფორმას ეწვია.
TURBO-ს გადაწყვეტა: პირდაპირ კრიპტოს ყიდვა - არანაირი ზედმეტი ნაბიჯი
ტურბო მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სასურველი კრიპტო, მიუთითოს თანხა და ჩაწეროს კრიპტო საფულის მისამართი. შემდეგ შეჰყავს პირადი ნომერი, გადის SMS-დადასტურებას და ირჩევს გადახდის მეთოდს. ეს თანმიმდევრობა შეძენისთვის საჭირო ინფორმაციასა და მოქმედებებს აერთიანებს, ანგარიშის შექმნის აუცილებლობის გარეშე.
რეგისტრაციის გარეშე ყიდვა მომხმარებლის იდენტიფიკაციის ეტაპსაც მოიცავს. პირადი ნომერი და SMS-დადასტურება პროცესის ნაწილია, თუმცა მომხმარებელს პაროლის შექმნა, დამახსოვრება და შემდგომ ანგარიშში ავტორიზაცია აღარ სჭირდება.
მაგალითად, ადამიანს, რომელსაც უკვე შერჩეული აქვს სასურველი კრიპტო და აქვს საფულის მისამართი, შეუძლია პირდაპირ ამ მონაცემების მითითებით დაიწყოს. მას ახალი ანგარიშის შექმნა აღარ უწევს. პროდუქტის გადაწყვეტა სწორედ ამ კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს: შეძენის სურვილიდან უშუალოდ შეძენის მოქმედებებზე გადასვლას. საბოლოოდ კი, კრიპტოს ყიდვა უსწრაფესს და რამოდენიმე ნაბიჯიან გამოცდილებად ყალიბდება.
როგორ იქმნება სწრაფი გამოცდილება
TURBO-ს წარმატებას რამდენიმე მარტივი გადაწყვეტა ქმნის. თითოეული მათგანი მომხმარებლის გზის კონკრეტულ მონაკვეთს ამარტივებს, ხოლო ერთად ისინი ყიდვის ყველაზე მარტივ და სწრაფ პროცესს ქმნიან:
- რეგისტრაციის საჭიროების მოხსნა: მომხმარებელი ყიდვის დასაწყებად ანგარიშს არ ქმნის. მას შეუძლია, პირდაპირ სასურველი კრიპტოს არჩევაზე გადავიდეს და შეძენისთვის საჭირო მონაცემები მიუთითოს.
- გასაგები თანმიმდევრობა: კრიპტოს შერჩევა, თანხისა და საფულის მისამართის მითითება, პირადი ნომრის შეყვანა, SMS-დადასტურება და სასურველი მეთოდით გადახდა მომხმარებელს ნათელ და მარტივ გზას სთავაზობს.
- ნაცნობი გადახდის მეთოდები: Apple Pay, Google Pay და Visa/Mastercard-ის ბარათები ადამიანს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელი მისთვის მოსახერხებელი მეთოდით იხდის.
- შეძენაზე მიმართული პროცესი: თითოეული ეტაპი კონკრეტულ დანიშნულებას ემსახურება. მომხმარებელი უთითებს, რას ყიდულობს, რა თანხით, რომელ მისამართზე და როგორ გადაიხდის - არაფერი ზედმეტი და რთული.
ყოველდღიური მომენტები, რომლებიც სისწრაფის ამბავს ჰყვება
სისწრაფეზე საუბრისას მომხმარებლებს სჭირდებათ მაგალითი, რომლის წარმოდგენაც მარტივად შესაძლებელია და რეალურად გაზომვადია. TURBO-ს იდეაც სწორედ ასეთ მომენტებს უკავშირდება: ადამიანებს კრიპტო აქტივების ყიდვა YouTube-ზე რეკლამის დასრულებამდე ან სულაც, შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებამდე შეუძლიათ.
ეს მცირე პაუზები ყოველდღიურობის ნაწილია. მათთან დაკავშირებული კამპანიური იდეა კრიპტოს ყიდვასაც ნაცნობ კონტექსტში ათავსებს. ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რამდენად ასწრაფებული და გამარტივებულია ციფრულ აქტივებზე წვდომა კრიპტალის ახალი პროდუქტის, ტურბოს დახმარებით.
ამ შემოქმედებითი მიდგომის საფუძველი პროდუქტის რეალური მოწყობაა. ყოველდღიური მომენტები, რომლებიც რეალურად მცირე დროს მოითხოვს, კრიპტოს ყიდვის ახალ გზასთან შედარებით დიდ ხნიან პროცესად გვეჩვენება. ტურბო მთლიანად სისწრაფის იდეას გამოხატავს.
რა სწრაფდება და მარტივდება მომხმარებლისთვის
TURBO by CRYPTAL-ის ინოვაციურ კრიპტო გადაწყვეტაზე Cryptal-ის კომერციული დირექტორი ვახტანგ ვახტანგიშვილი გვიყვება:
„ტურბოს შექმნის იდეა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და კონკრეტული ეტაპების გადახედვას უკავშირდება. ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციის საჭიროების მოხსნა შეძენამდე არსებულ გზას ამოკლებს, ხოლო გადახდის მეთოდების არჩევანი პროცესის დასრულებას ამარტივებს.
მომხმარებელს კვლავ სჭირდება სასურველი კრიპტოს არჩევა, სწორი საფულის მისამართის მითითება და შეძენის დადასტურება, თუმცა ამ მოქმედებებზე გადასვლამდე ანგარიშის შექმნა და ვერიფიკაციის დაუსრულებელი პროცესის გავლა აღარ უწევს.
სწორედ ეს ცვლილება აძლევს TURBO-ს პრაქტიკულ საფუძველს: მარტივი გამოცდილება კიდევ უფრო გამარტივდა, სისწრაფე კი, კრიპტოს ყიდვის პროცესში სრულიად ახალ განზომილებად იქცა”.
CRYPTAL-ის მიერ შექმნილი TURBO მომხმარებლებს ციფრულ აქტივებთან ურთიერთობის სრულიად ახალ და ყველაზე სწრაფ გზას სთავაზობს.
(R)

























