ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს

ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს.

The Economist-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწვევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.

„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად ორი თვის წინ მიიწვია.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს.

„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი მაიამიში, 14-15 დეკემბერს გაიმართება.