ჯარედ კუშნერი - ყველა მხარესთან ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობისკენ გზა ვიპოვოთ - ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ ჩართულობას

ჯარედ კუშნერი - ყველა მხარესთან ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობისკენ გზა ვიპოვოთ - ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ ჩართულობას

ყველა მხარესთან ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობისკენ გზა ვიპოვოთ - ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ ჩართულობას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელში განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენი ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ამ საშინელი ომის დასრულებაზე, არამედ უფრო ფართო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე, რომელიც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, იგი აღარასოდეს განახლდება“, - წერს კუშნერი X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ვემზადებით უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც გუნდების დონეზე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.