ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!

ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, ოღონდ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს გვერდზე გადავდებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველო - ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება!

ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ მათ სამართლებრივი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ - თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

სამხარაძის განცხადებით, ყველას მოუწოდებს, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ.

„ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ - მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით! მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი და სწორი მიდგომა. ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ ნორმალურ პროცესს დავუბრუნდებით.

მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის. გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ეს 90%, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.