2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება, რომელიც განსახილველად მომავალ კვირას იქნება წარდგენილი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი იზრდება. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი დაახლოებით 800 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული, რაც ცვლილებების დროს კიდევ გაიზრდება.
მისივე განმარტებით, რიგი პროგრამების მიმართულებით საჭირო იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა, თუმცა რიგ პროექტებში არის ეკონომია, ზოგ შემთხვევაში - აუთვისებლობა და თანხები იმ პროექტებზე გადანაწილდება, სადაც უფრო მაღალია ათვისება.
“2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტი ჯამურად იზრდება. ამ გაზრდილ ბიუჯეტში იქნება გარკვეული გადანაწილებები, რომელიც დიდ პროექტებს მოხმარდება, სადაც უფრო მეტია ათვისება ან რიგ შემთხვევებში ისეთი პროექტების დაფინანსება მოხდება, რომელიც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით სრულყოფილად არ იყო დაფინანსებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

























