პედრო სანჩესი - გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს

პედრო სანჩესი - გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს

გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს, - ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს.

„ამერიკის საზოგადოებამ ხმა მისცა სიძულვილის წინააღმდეგ. მაჩიზმის წინააღმდეგ. კლიმატის ცვლილების უარყოფის წინააღმდეგ და ელიტების პრივილეგიების წინააღმდეგ“, - წერს სანჩესი X-ზე.

მისი თქმით, „ეს მოხდა ბრაზილიაში. ეს ახლახან აშშ-ში მოხდა და მალე ესპანეთშიც მოხდება“.

ცნობისთვის, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.