დონალდ ტრამპი - „დემოკრატების“ სულელურ ინიციატივებს ვეტოს დავადებ - რამდენიმე თვის განმავლობაში ვეტოს დადების შემდეგ, გამოვლენ და იტყვიან: „როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები?“ და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ

დონალდ ტრამპი - „დემოკრატების“ სულელურ ინიციატივებს ვეტოს დავადებ - რამდენიმე თვის განმავლობაში ვეტოს დადების შემდეგ, გამოვლენ და იტყვიან: „როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები?“ და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატებს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამას ისინი 11 წლის განმავლობაში ელოდნენ.

„ვულოცავ დემოკრატებს. მათ კარგი სამუშაო გასწიეს. ამას 11 წლის განმავლობაში ელოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ არჩევნების შედეგებს მის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად არ აღიქვამს.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა შედეგებს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. რატომ არ უნდა დავეთანხმო?“

მისი თქმით, ირანთან დაკავშირებულმა ვითარებამ “რესპუბლიკელ” კანდიდატებზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ამომრჩევლები მხარს უჭერენ მის ქმედებებს.

„ვფიქრობ, ამაში ირანის ფაქტორმაც ითამაშა როლი, თუმცა, ამავდროულად, ხალხს ესმოდა იმ ნაბიჯების მნიშვნელობა, რომლებიც ირანთან მიმართებით გადავდგი“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, “დემოკრატები” “სულელურ” კანონპროექტებს წარუდგენენ, რომლებიც ის ვეტოს დაადებს.

„ეს პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტია. ისინი სულელურ ინიციატივებს შემოიტანენ, რომლებსაც მე ვეტოს დავადებ. რამდენიმე თვის განმავლობაში ვეტოს დადების შემდეგ, ისინი გამოვლენ და იტყვიან: “როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები?” და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ”, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, რამდენიმე “დემოკრატს” ესაუბრა და კიდევ რამდენიმეს სურს მასთან საუბარი.

„იცით, ბევრი მეგობარი მყავს “დემოკრატებს” შორის - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - და ზოგიერთ მათგანს უკვე ველაპარაკე კიდეც. სულ ოთხი ზარი მივიღე გავლენიანი “დემოკრატებისგან”; უფრო ზუსტად, ესენი იყვნენ ორი სენატორი და სამი კონგრესმენი - ანუ, ჯამში ხუთი ადამიანი; კიდევ სამი მელოდება, რომ დამირეკოს. ასე რომ, ცხადია, მათ საუბარი სურთ, მაგრამ მე მაქვს ვეტოს უფლება. ვეტოს უფლება კი, იცით, ისეთი რამაა, რომელიც შეუვალია“, - აღნიშნა ტრამპმა.