Reuters – „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი მოიპოვეს

აიოვაში მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვებით “დემოკრატებმა” სენატზე კონტროლი გაიმყარეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ “დემოკრატებმა” გამარჯვება მოიპოვეს “რესპუბლიკელთა” რამდენიმე დასაყრდენ შტატში, მათ შორის ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, კანზასსა და ოჰაიოში. შედეგად, მათ სენატში ექვსი ადგილი დაიმატეს.
ამჟამინდელი პროგნოზით, “დემოკრატები” კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ.

























