4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხვალ ჩვენი გუნდები ბრიუსელში „ამერიკა-ევროპა-ნატო-უკრაინის“ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. აღდგენის პაკეტებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილება. მუშაობა გუნდურ დონეზე მოხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ევროპის, კერძოდ გერმანიის როლი, კვლავ გადამწყვეტი რჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

























