უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის აგრესიის გამართლებაში ადანაშაულებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მენდელი გაკეთებული საჯარო განცხადებებითა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებით უკრაინის დისკრედიტაციას ახდენს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ამართლებს.
ცნობისთვის, იულია მენდელი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა.

























