მარკო რუბიო - არ გამოვრიცხავ, რომ ,,დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული

არ გამოვრიცხავ, რომ ,,დიდი ოცეულის” სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი იქნას მოწვეული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14-15 დეკემბერს მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე, სადაც უკვე მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
,,ეს პრეზიდენტის [ტრამპის] გადასაწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამას. მით უმეტეს, თუ რამე დადებითი შეიძლება მოხდეს მისი დასწრების შედეგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს არ მაქვს,” - განაცხადა რუბიომ.

























