ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.

ამით ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვის დამტკიცებას გამოეხმაურა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შეძენის ნებართვა მისცეს. PAC-3 ტიპის 500 რაკეტა მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან მალე - შესაძლოა, ამ ზამთრისთვის ეს ძალიან ეფექტური თავდაცვითი პაკეტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც განსაზღვრულია, მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 რაკეტის გადაცემას ითვალისწინებს.