პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა

პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა

კაროლ ნავროცკი პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისის გამწვავების ფონზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, უკან, ვარშავაში დაბრუნდა.

„ამ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. მე სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. პოლონეთში ვბრუნდები“, - დაწერა ნავროცკიმ X-ზე.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადგილზე პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა.

მოსამართლე მაცეი ბერეკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ნავროცკი შენობაში შესვლას, ხოლო პოლიცია მის შეკავებას.

ბერეკის თქმით, ნავროცკიმ შენობაში შესვლა ვერ შეძლო, თუმცა მოსამართლეებს „ფიზიკურად დაუპირისპირდა“.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, რაფალ ლეშკევიჩმა განაცხადა, რომ ნავროცკის ტრიბუნალის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალეს.

მოგვიანებით, ნავროცკიმ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ტერიტორია დატოვა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებთან სასწრაფო კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.