ევროკომისიის პრესმდივანი – ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც არ აღადგენს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს

ევროკომისიის პრესმდივანი – ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც არ აღადგენს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს

ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც არ აღადგენს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტს, - ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზედმეტად კარგად ვიცით წიაღისეული საწვავის შესყიდვისთვის რუსეთზე დამოკიდებულების ფარული ფასი. ისინი იარაღად გამოიყენეს და ჩვენ საფასურს ვიხდით, ასე რომ ეს არ დაგვავიწყდეს…

კი, ძალაში გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც რუსეთიდან წიაღისეული საწვავის, კერძოდ ბუნებრივი აირის, იმპორტის აღდგენას კრძალავს”, - განაცხადა პინიომ.

ევროკომისიის ენერგეტიკის საკითხებზე პრესმდივანმა, ანა-კაისა ინტკონენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმა REPowerEU კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, რომელიც სანქციებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

„უკვე გვაქვს REPowerEU კანონმდებლობა ძალაში და ის არაა მიბმული სანქციებთან ან რაიმე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. ეს უკვე ძალაში შესული კანონმდებლობაა, მისი იმპლემენტაცია განხორციელდა, ასე რომ, იმისდა მიუხედავად თუ რა მოხდება, ჩვენ ეტაპობრივად ვამცირებთ რუსულ ბუნებრივ აირსა და თხევად ბუნებრივ აირს ევროპულ ბაზარზე, და ბოლო მიწოდებები შემდეგი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს”, - განაცხადა იტკონენმა.