მიხეილ სააკაშვილი - ციხეების უფროსი გადააყენეს ფეიქრიშვილის ციხეში ცემის გამო და ემუქრებიან დაჭერით - ზუსტად ასევეა დასაჭერი ის სუს-ელი, პროკურორი თუ პოლიციელი, ვინც მთელი სცენა დადგა და დასაჭერია ის, ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია

ციხეების უფროსი გადააყენეს ფეიქრიშვილის ციხეში ცემის სპეცოპერაციის გამო და ემუქრებიან დაჭერით. კი, მაგრამ ზუსტად ასევეა დასაჭერი ის სუს-ელი, პროკურორი თუ პოლიციელი, ვინც მთელი სცენა დადგა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „დასაჭერია ვივამედის ის ექიმიც, რომელმაც ფეიქრიშვილის მძიმე ტრავმები ზურგზე და მკერდზე დააბრალა დაცემას“.
„ციხეების უფროსი გადააყენეს ფეიქრიშვილის ციხეში ცემის სპეცოპერაციის გამო და ემუქრებიან დაჭერით. კი, მაგრამ ზუსტად ასევეა დასაჭერი ის სუს-ელი, პროკურორი თუ პოლიციელი, ვინც მთელი სცენა დადგა, ვიღაც ტიპის ვითომ ცემის და ამის გამო ყიფიან/კაწროს ვითომ დაჭერის.
დასაჭერია „ვივამედის“ ის ექიმი, ვინც მძიმე ტრავმები ზურგზე და მკერდზე დააბრალა დაცემას, ე.ი. ფეიქრიშვილი ჯერ თავისით დაეცა ზურგზე და მერე მკერდზე?
დასაჭერია ის მოსამართლე, რომელმაც ეს კრიმინალური დუეტი, დავალებით გაუშვა ციხეში და ბოლოს დასაჭერია ის ვისაც ასეთი ბრძანების გაცემა შეუძლია და მე მხოლოდ ერთ ასეთ კაცს ვიცნობ საქართველოში. აი ასე გამოიყურება "ბეზპრედელი" და ვიღაც ერთი სადისტი პატარიძის განტევების ვაცად ქცევამ, ვინ უნდა გააცუროს.
მე და ჩვენ ყველანი ერთად დავასრულებთ ამ თავაშვებულობას, კრიმინალს სიცრუეს, „ბეზპრედელს" საქართველოში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ. შევძლებთ ამას პასუხისმგებლობით და ღირსებით. ქართველი ხალხი აუცილებლად იქნება დაცული და ჩვენ არ შეგვეშინდება არც სახლში დაძინების, რომ არავინ შემოგვივარდეს და არც ბავშვების ქუჩაში გაშვების”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

























