„საგანძურის მარათონი“ Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

თიბისის მობაილბანკის გემიფიკაციის პროექტი - „საგანძურის მარათონი“ The Digital Banker-ის Global Retail Banking Innovations Awards 2026-ზე საქართველოში წლის საუკეთესო ციფრულ ინიციატივად დასახელდა.
„საგანძურის მარათონი“ ორთვიანი კამპანია იყო, რომელმაც მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო გუნდურ შეჯიბრებად აქცია და ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა.
კამპანიის შედეგები შთამბეჭდავი იყო:
- თამაშში 500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო;
- 400-მდე მომხმარებელმა ფულადი პრიზი მიიღო;
- მონაწილეებს შორის ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.
The Digital Banker-მა პროექტი სწორედ იმის გამო გამოარჩია, რომ მან მობაილბანკით სარგებლობა ინტერაქციულ გამოცდილებად აქცია. თამაშის მთავარი ნაწილი რეალური საბანკო ქმედებები იყო და არა უბრალოდ მარკეტინგული აქტივობა.
კამპანიამ ბიზნესის შედეგებზეც დადებითად იმოქმედა: ყოველკვირეული ციფრული გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.
„საგანძურის მარათონის“ საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს თანამედროვე, საინტერესო და გამორჩეულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. პროექტმა აჩვენა, რომ თამაშის ელემენტებით შესაძლებელია არა მხოლოდ მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა, არამედ კონკრეტული, გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღწევაც.
(R)

























