ისმაილ ბაღაი - დონალდ ტრამპის აღიარება, რომ არასოდეს სჯეროდა ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის, აჩვენებს, რამდენად ცარიელია ვაშინგტონის დიპლომატიური ვალდებულებები

ისმაილ ბაღაი - დონალდ ტრამპის აღიარება, რომ არასოდეს სჯეროდა ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის, აჩვენებს, რამდენად ცარიელია ვაშინგტონის დიპლომატიური ვალდებულებები

დიპლომატიის მიმართ ვაშინგტონის ზიზღი კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღიარება, რომ არასოდეს სჯეროდა ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის და მას დროის ფუჭად კარგვად მიიჩნევდა, ნათლად აჩვენებს, რამდენად ცარიელია მათი დიპლომატიური ვალდებულებები, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ისმაილ ბაღაი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ირანისთვის ეს სიახლე არ არის და ვაშინგტონს ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

„როგორც კი მათი შესრულება მისთვის არასასურველი ხდება, უბრალოდ თავიდან იშორებს. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ევროპის სახელმწიფოებმა და ვაშინგტონის სხვა დამცველებმა კვლავ განაგრძონ აშშ-ის არასათანადო ქმედებების შელამაზება და მისი პასუხისმგებლობისგან დაცვა. შეუსრულებელი ვალდებულებების გამართლება დაუშვებელია, საერთაშორისო სამართლის შერჩევითად გამოყენება - მიუღებელი და ვაშინგტონს პასუხისმგებლობისგან პოლიტიკური რიტორიკის ვერანაირი მანიპულაცია ვერ გაათავისუფლებს”, - აღნიშნა ბაღაიმ.