დონალდ ტუსკი - წინასწარი მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი

დონალდ ტუსკი - წინასწარი მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი

წინასწარი მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ვარშავაში მინისტრთა კაბინეტთან საუბრისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ზარი მოჰყვა კონსულტაციებს მასთან, სხვებთან ერთად, „მაგრამ უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ამერიკულ მხარესთან”.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ სტუბმა მას ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ „ორივე მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა“ და რომ „სატელეფონო საუბრის დროს ევროპული მხარის შთაბეჭდილება ძალიან შეკავებული ოპტიმიზმი იყო“, აბუ-დაბიში პროგრესის მიღწევის შანსებზე.