მიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა

მიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა

სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ამბობენ, რომ „ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ“ და ულიდეროდ ვიბრძოლოთ, თუმცა ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერები აუცილებლად უნდა იყვნენ გამოყენებული.

„სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები (თუმცა კი აკრძალა წინასწარ ყველა ძირითადი ოპოპარტია).

ცოტა ხნის წინ ძირითადად ის ხალხი ვინც მადიარის მსგავს ლიდერს ითხოვდა, ახლა იძახის ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ და ულიდეროდ ვიბრძოლოთო. სიმართლე შუაგულშია, პროტესტი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული, მაგრამ ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია.

საჭიროა იმ ხალხის აქტიურობა ვინც ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაადგილდება და ისინი ისე უნდა გაიშალონ, რომ მაქსიმალურად არ დააჭერინონ თავი.

ახლა არავის გარიყვის დრო არ არის. 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც.

ჩემი ხელით დავამატე საქართველოს გერბს „ძალა ერთობაშია“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი.