გიტანას ნაუსედა - უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები სახიფათოა

გიტანას ნაუსედა - უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები სახიფათოა

უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები სახიფათოა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, შეხვედრები, სადაც სუვერენული სახელმწიფოების მომავალი მათი მონაწილეობის გარეშე წყდება, მიუღებელია.

„რეალურად, მსგავსი ფორმატები ძალიან სახიფათოა. პირველ რიგში, მიუღებელია ის, რომ ევროპა ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და უკრაინას მსგავს შეხვედრებზე არც კი იწვევენ. ნამდვილად მიუღებელია, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს საქმეებს მის ზურგს უკან განიხილავენ“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თანაბარ პირობებში უნდა იქნას მიღებული.

„უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპისა და უკრაინის მონაწილეობა აუცილებელია, განსაკუთებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან სწორედ ეს სახელმწიფო ან მთლიანად ევროკავშირი იქნება პირველი, ვინც ამ სამშვიდობო შეთანხმების შედეგებს საკუთრ თავზე იგრძნობს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.