გიგა ფარულავა - პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს - პარტიის გაუქმების შემთხვევაში, საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ რჩება

გიგა ფარულავა - პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს - პარტიის გაუქმების შემთხვევაში, საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ რჩება

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელი შეაფასა.

მისი თქმით, “როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს საპარლამენტო მუშაობა”.

“იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ეს შედეგი, პარტიების აკრძალვის შემდეგ, ჩვენ დავტოვებთ, პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიანიჭა. როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ასე ვთქვათ, რა როგორ იქნება, ამას საზოგადოება უშუალოდ ჩვენგან ძალიან მალე, გაიგებს. როდესაც პროცესები დასრულდება იმ ლოგიკური შედეგით, რასაც ველოდებით,” - განაცხადა ფარულავამ.