ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი, მოსკოვში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება.
მასუდ ფეზეშქიანი სამიტზე სიტყვით გამოვა.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ფეზეშქიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

























