ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართება

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართება

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, 30 ოქტომბერს სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართება.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე (ასმეერთე) საკონცერტო სეზონის ფარგლებში იმართება.

მათივე ცნობით, 30 ოქტომბერს ორკესტრს პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. სოლისტი კი მსოფლიო სცენების გამორჩეული მევიოლინე იაკუბ იაკოვიჩი იქნება. შესრულდება კამილ სენ-სანსის სავიოლინო კონცერტი N3 და სერგეი რახმანინოვის მეორე სიმფონია.

ცნობისთვის, 101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა და სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი.