გიორგი ბარამიძე დაკავებისას - მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის - არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?

გიორგი ბარამიძე დაკავებისას - მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის - არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?

მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს.

„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

19:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში ჩანიშნულია ბრიფინგი.