ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრა დაიწყო, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება

ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრა დაიწყო, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება

ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრა დაიწყო.

კერძოდ, ეს “რამშტაინის ფორმატში” უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის 35-ე შეხვედრაა და ის ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება.

შეხვედრას პირადად ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი.

როგორც წინა შეხვედრებზე, დიდი ბრიტანეთი და გერმანია საკონტაქტო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.