ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირადად განიხილა.

„ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ. იმედია, მოვახერხებთ და შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მივიღებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.