სერგეი ლავროვი - თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი უბრალოდ დაიშლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის დაშლას გამოიწვევს.
„ევროკავშირის შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, უკრაინის გაწევრიანება შეიძლება ცუდიც არ იყოს. მაშინ ის უბრალოდ დაიშლება“, - განაცხადა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლებენ ისინი, ვისაც ევროკავშირის მილიტარიზაცია სურს.
























