ირანის საგარეო უწყება - მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის

ირანის საგარეო უწყება - მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის

მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-სთან საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ურთიერთგაგების მემორანდუმს, შეტყობინებების გაცვლა გრძელდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის“, - განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.

ასევე, მისი თქმით, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ომის დასრულების საკითხზე ვართ კონცენტრირებული“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.