მარკო რუბიო ხვალ სომხეთს ეწვევა

მარკო რუბიო ხვალ სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.