გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ბალტიელ მოკავშირეებს, რომლებსაც თავს ესხმიან აბსურდული რუსული ბრალდებებით - ჩვენ არ შეგვეშინდება

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ბალტიელ მოკავშირეებს ესტონეტს, ლიეტუვასა და ლატვიას, რომლებსაც თავს ესხმიან აბსურდული რუსული ბრალდებებითა და საშიში მუქარით, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთი მოკავშირის წინააღმდეგ მუქარა მთელი ალიანსის წინააღმდეგ მუქარაა.
„ჩვენ არ შეგვეშინდება. ჩვენ ერთად ვდგავართ“, - წერს ვადეფული.

























