ანონსი 18 მაისი

ანონსი 18 მაისი

18 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 მაისს, 13.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

18 მაისს, 13:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი