კორეის თავდაცვის მინისტრი - ჰორმუზისს სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას მხარს დავუჭერთ

კორეის თავდაცვის მინისტრი - ჰორმუზისს სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას მხარს დავუჭერთ

ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ან გიუ-ბეკმა განაცხადა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, ან გიუ-ბეკის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრაზე განიხილა.

მისი თქმით, სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოების საიმედო წევრი, ჩვენ ეტაპობრივი წვლილის შეტანის გზებს განვიხილავთ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.