დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის - ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის - ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ყველასთან მოლაპარაკებისთვის. მან ეს არაერთხელ განაცხადა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა პუტინმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ თხოვნა და მზად არის თუ არა ის ევროკავშირთან კონტაქტებისთვის, პესკოვმა უპასუხა:

„ჩვენი ურთიერთობების ნულამდე შემცირების ინიციატორი რუსული მხარე არ ყოფილა. ამის ინიციატორები ევროპა და ცალკეული ევროპული დედაქალაქები იყვნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა დიალოგისთვის იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზადაა ევროპა.

„მზად ვიქნებით ჩვენი დიალოგი წინ წასაწევად იმდენად, რამდენადაც ევროპელები იქნებიან ამისთვის მზად“, - აღნიშნა პესკოვმა.