დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს

დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს

რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში ხვალიდან შევა.

„დიახ, საუბარია 8 და 9 მაისის შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმისთვის რუსეთი უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებს.

„როგორც იცით, მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინა დღეს შესაბამისი სპეციალური სამსახურები დამატებით უსაფრთხოების ზომებს იღებენ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.