ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა

ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა

თეირანთან ახლოს, სავაჭრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა, - ინფორმაციას Iran International-ი შაჰრიარის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ხანძარი თეირანის დასავლეთით, ქალაქ ანდიშეში გაჩნდა, სადაც 250-ზე მეტი კომერციული და 50 საოფისე ფართია განთავსებული.