აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანული კატარღების გასანადგურებლად ვერტმფრენები გამოვიყენეთ

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანული კატარღების გასანადგურებლად ვერტმფრენები გამოვიყენეთ

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანული კატარღების გასანადგურებლად ვერტმფრენები გამოიყენეს.

„იმ კატარღების გასანადგურებლად, რომლებიც კომერციულ გადაზიდვებს საფრთხეს უქმნიდა, Sea Hawk-ისა და აშშ-ის არმიის AH-64 Apache ტიპის ვერტმფრენები გამოვიყენეთ“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობისას შვიდი კატარღა გაანადგურა.