სკოტ ბესენტი ჩინეთს ირანთან დაკავშირებით დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

სკოტ ბესენტი ჩინეთს ირანთან დაკავშირებით დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ჩინეთს ირანთან დაკავშირებით დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანის საკითხს განიხილავს.

„რაც შეეხება ჩინეთს, ვნახოთ, როგორ გააძლიერებენ დიპლომატიურ ძალისხმევას და აიძულებენ ირანს, რომ სრუტე გახსნან“, - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ჩინეთი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს.

„ამიტომ, ისინი ტერორიზმის მთავარ სპონსორს აფინანსებენ“, - აღნიშნა ბესენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 14-15 მაისს არის დაგეგმილი.