საპატრიარქო - დღეს არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა და არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

საპატრიარქო - დღეს არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა და არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დღეს მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა დაგეგმილი არაა.

როგორც მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.