ვოლოდიმირ ზელენსკი - გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა - საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა - საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ჩვენ ყველაფერს დეტალურად ვაფიქსირებთ და სიტუაციას ვაკონტროლებთ. საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

„ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებშია ჩაბმული, ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.