უკრაინული მედია - რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსს დაარტყეს, არის მსხვერპლი

უკრაინული მედია - რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა მიკროავტობუსს დრონის გამოყენებით დაარტყეს.

დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, შვიდი მგზავრი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.