ავარიას ყვარელში 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას ყვარელში 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.