ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა.

ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იორდანიის ოფიციალური პირები მას ასაფრენ ბილიკზე ხვდებიან.

„წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის ლიდერი რეგიონში უკვე იმყოფებოდა კატარში, საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს საუდის არაბეთთან და კატართან დრონების ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების შესახებ.