სიონის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტი შიო წირვას აღავლენს

სიონის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტი შიო წირვას აღავლენს

სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღავლენს.

წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

მრევლს ტაძარში მისვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება ყოველდღე შეუძლია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.