ბანგლადეშში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამგზავრო ავტობუსი მდინარე პადმაში მაშინ ჩავარდა, როდესაც იგი ბორანზე ასვლას ცდილობდა.

პოლიციის განცხადებით, ავტობუსმა ბორანთან მიახლოებისას კონტროლი დაკარგა.

დაღუპულებს შორის ხუთი ბავშვია.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.