ლატვიის თავდაცვის სამინისტრო - ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა

ლატვიის თავდაცვის სამინისტრო - ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა

ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა, - ამის შესახებ განცხადებას ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჰაერო ძალებმა უცხოური დრონი დააფიქსირეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა.

„ადრეული გაფრთხილების სისტემებმა კრასლავის მხარეში აფეთქების მსგავსი ხმა დააფიქსირეს“, - ნათქვამია ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.